ავტორი:

კომაში მყოფი ქალი ორგანოების დონაციის ოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გამოფხიზლდა - "ძალიან გამიმართლა"

კომაში მყოფი ქალი ორგანოების დონაციის ოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გამოფხიზლდა - "ძალიან გამიმართლა"

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა ოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაიღვიძა.

38 წლის დანელა გალეგოსის მტკიცებით, შემთხვევა 2022 წელს მოხდა. პრესვიტერიანული საავადმყოფოს ექიმებმა კომაში მყოფი ქალის ოჯახს უთხრეს, რომ ის ვეღარასდროს გამოჯანმრთელდებოდა.

ყოველგვარი იმედის გარეშე, ოჯახი ორგანოების დონაციას დათანხმდა და მზადება შესყიდვების ორგანიზაცია „ნიუ მექსიკოს დონორთა სერვისებთან“ ერთად განხორციელდა.

  • ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, დანელას დამ ექიმებს განუცხადა, რომ პაციენტს სიცოცხლის ნიშნები კვლავ აღენიშნებოდა, თუმცა ოთახში მყოფმა ორგანოების კოორდინატორმა ექიმებს უთხრა, რომ პაციენტისთვის მორფინი მიეცათ და საოპერაციოში შეეყვანათ.

ექიმები კოორდინატორების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ის საოპერაციოდან გამოიყვანეს. ამ გადაწყვეტილებამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა - გალეგოსი სრულად გამოჯანმრთელდა.

, - ამბობს ის და დასძენს, რომ კომაში ყოფნის პერიოდიდან შიშის გრძნობა ახსოვს, მაგრამ სხვა არაფერი. "სიგიჟეა იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ახლოს იყო ყველაფერი განსხვავებულად დასასრულთან".

პრესვიტერიანულმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ დონორთა სერვისები რეალურად პასუხისმგებელი იყო დონაციის პროცესის ყველა ასპექტზე. მან გალეგოსის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

"მათ მხოლოდ ორგანოების მიღება აინტერესებთ“, - განუცხადა ნევა უილიამსმა, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის გამოცდილმა ექთანმა . "ისინი ძალიან აგრესიულები არიან. ეს ამაზრზენია".

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანოების დონაცია ყოველწლიურად ათასობით სიცოცხლეს იხსნის, ინდუსტრია სწრაფად ფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები გამუდმებით ცდილობენ მეტი ტრანსპლანტაციის ორგანიზებას.

წყარო