ავტორი:

ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს - “სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები... მადლობა ყველას“

ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს - “სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები... მადლობა ყველას“

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

  • “ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ“,- ამის შესახებ გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.

„ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.

არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა ახობაძემ.

მას სასამართლოს ეზოში გულშემატკივრები და ახლობლები ელოდნენ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.