რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არ არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
"პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს. ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.