პაკისტანის შორეულ კოჰისტანის რეგიონში, მდნარ მყინვარში იპოვეს კაცის ცხედარი, რომელიც 28 წლის წინ გაუჩინარდა.
ცხედართან ერთად იპოვეს ნასირუდინის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ეს ადამიანი1997 წლის ივნისში ქარბუქის დროს მყინვარში ჩავარდა და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. ნასირუდდინს ცოლი და ორი შვილი დარჩა. გაუჩინარების დღეს ის ძმასთან ერთად, ცხენით მოგზაურობდა.
როგორც ისლამაბადში მდებარე კომსატსის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მუჰამად ბილალი ამბობს, როდესაც ადამიანის სხეული მყინვარში ვარდება, ძლიერი სიცივე მ-ს სწრაფად გაყინავს უწყობს ხელს და ამგვარ პირობებში - ტენიანობისა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო - სხეული პრაქტიკულად მუმიფიცირდება.