ავტორი:

განადგურებული სახლები, დაშავებულები და ევაკუირებული მოსახლეობა - საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან: არის მსხვერპლი

განადგურებული სახლები, დაშავებულები და ევაკუირებული მოსახლეობა - საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან: არის მსხვერპლი

სამხრეთ საფრანგეთში ასობით მეხანძრე ამ ქვეყანაში წლის ყველაზე მასშტაბური ხანძრის შეჩერებას ცდილობს. სტიქიამ, რომელმაც უზარმაზარი ტერიტორია გაანადგურა უკვე იმსხვერპლა ერთი ადამიანი, ხოლო ცხრამ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

  • ხანძარმა 25-მდე სახლი გაანადგურა ან დააზიანა, მის შესაჩერებლად 1 800-ზე მეტი მეხანძრის მობილიზება გახდა საჭირო. უკვე დაზიანებულია დაახლოებით 12,000 ჰექტარი მიწაც.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება და ყოველ წუთს ახალი კერები ჩნდება, ამას მაღალი ტემპერატურა და ქარიანი ამინდიც უწყობს ხელს..

ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

მომხდარს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. “ქვეყნის ყველა რესურსი მობილიზებულია", - დაწერა პრეზიდენტმა და ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

წყარო