რუზბეჰ ვადი, რომელიც ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ბირთვულ ექსპერტად მუშაობდა, 2024 წლის თებერვალში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ თეირანშ,ი ევინის ციხეში იმყოფებოდა .
ვადი სიკვდილით დასაჯეს. თეირანის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ის ისრაელს გადასცემდა ინფორმაციას, რომლის შედეგად, ისრაელმა სხვა ბირთვული მეცნიერების ლიკვიდაცია მოახერხა/

ისრაელის მიერ ივნისის შუა რიცხვებში განხორციელებული უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმისას, ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე 900-ზე მეტი იერიში განხორციელდა.
12-დღიანმა შეტევამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თეირანის უშიშროების სტრუქტურებს - დაიღუპა რევოლუციური გვარდიის ათობით წევრი, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურები და ბირთვულ საკითხებზე მომუშავე მინიმუმ 12 მეცნიერი.
ყოველივე ამას ისრაელის დაზვერვის თავდაუზოგავი შრომა უძღოდა წინ.
“მოსადი“ წლების განმავლობაში მოიპოვებდა ინფორმაციას ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სარაკეტო პროგრამებზე,- იერიშამდე შეაგროვა დეტალური მონაცემები სამიზნეებზე, შეიტანა ქვეყანაში დრონები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ “შეუპოვარ ბრძოლას“ აწარმოებს დასავლურ და ისრაელის სპეცსამსახურებთან - მათ შორის CIA-სთან, “მოსადთან“ და MI6-სთან.
ხელისუფლებამ ბოლო კვირებში, ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით არაერთი ადამიანი დააკავა და რამდენიმე მათგანი სიკვდილით დასაჯა, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში“მკვლელობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის“ შეტანის ბრალდებით, სამი ადამიანს ჩამოახრჩვეს .