ავტორი:

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

  • ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე "ფეისბუქზე“ წერს, რომ რომან შამათავამ საპატიმრო 12-წლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

"რუსების რისხვა, რუს ღორებს თავზარს რომ სცემდა და სპეცოპერაციებს ატარებდა მათ წინააღმდეგ, ისეთი კაცი გამოკეტეს რუს/ქოცებმა ციხეში, როგორც კი ხელისუფლებაში მოეთრნენ.

სრულად მოიხადა 12 წელი, რუს/ქოცების სასჯელი, თავი არ დაუხრია ისე! ჩვენი დროის გმირი, რომა შამათავა თავისუფალია“, - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

რომან შამათავას თავისუფლების აღკვეთა 16 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამნისტიის შედეგად, კანონის მიხედვით სასჯელი 12-წლამდე შემცირდა.