აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
- „რუსებს სურთ შეერთებულ შტატებთან ჩართულობის გაგრძელება. მეორადი სანქციების შემოღება მაინც მოსალოდნელია პარასკევს [8 აგვისტოს],” - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ “კარგად ჩაიარა”, მაგრამ ვაშინგტონი მაინც გეგმავს პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დასრულდა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა.