ტრამპი მომდევნო კვირას გეგმავს პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებს არ დაესწრებიან.
ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.