მგონი, მინისტრმა თქვა, 100 ადგილს ვამატებთ ფსიქიატრიულშიო - როცა 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას შევცვლით, ის 100 ადგილი გამოადგებათ მათ,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „დიფ სთეითის“ შესახებ.
უშუალოდ აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „საქართველო გმირების ქვეყანაა“.
„ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს!“ - აღნიშნა ბურჭულაძემ.