ავტორი:

მას ერთი ცოლი პაკისტანში ჰყავს, მეორე კი ინგლისში - მილიონერის სკანდალური საქმე, რის გამოც პატიმრობა მიესაჯა: " ქალს გაუპატიურებითა და დაწვით დაემუქრა"

მას ერთი ცოლი პაკისტანში ჰყავს, მეორე კი ინგლისში - მილიონერის სკანდალური საქმე, რის გამოც პატიმრობა მიესაჯა: " ქალს გაუპატიურებითა და დაწვით დაემუქრა"

მამაკაცს, რომელიც "Virgin Atlantic“-ის ბორტგამცილებელს ჯგუფური გაუპატიურებითა და დაწვით დაემუქრა, ახლახან 15 თვით თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს.

ბიზნესმენი, რეალურ ცხოვრებაში "სუპერ მდიდრული“ ცხოვრებით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიზნესი გაკოტრებულია და 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი ვალი აქვს. როგორც "Daily Mail“ წერს, კაცს ორი ცოლი ჰყავს.

  • 37 წლის სალმან იფტიხარი, რომელიც სამი შვილის მამაა, ლონდონიდან ლაჰორში მიმავალ თვითმფრინავში, ბიზნეს კლასით მგზავრობდა, როდესაც "Virgin Atlantic“-ის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მგზავრები შეძრწუნებული უყურებდნენ, როგორ უწოდებდა სარეკრუტო კომპანიის ხელმძღვანელი ბორტგამცილებელს, ენჯი უოლშს, "ბოზს“. მოგვიანებით კი ეკიპაჟის წევრებს იმ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აფეთქებით დაემუქრა, სადაც ისინი უნდა გაჩერებულიყვნენ.

პაკისტანის მოქალაქეს 15-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. მისმა მუქარამ, რომ ბორტგამცილებელს სასტუმროს ნომრიდან ძალით გამოათრევდა და თავს დაესხმებოდა, ქალი "ტრავმირებული“ დატოვა.

  • იფტიხარი ბუკინგემშირში, 2 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლში ცხოვრობს, სადაც მის ავტოფარეხში ძვირადღირებული მანქანების მთელი კოლექცია დგას: Range Rover, Bentley და Rolls-Royce. იგი ექვსოთახიან სახლში თავის ერთ-ერთ ცოლთან, 38 წლის ერუმ სალმანთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ისინი ცდილობდნენ მის შეჩერებას ფრენის დროს, თუმცა უშედეგოდ.

იფტიხარი და მისი ცოლი ლონდონში დაფუძნებულ კომპანიას მართავენ, რომელიც სხვა ბიზნესებს მომსახურებისა და წარმოების სფეროში ტრენინგებს უტარებს. როგორც წყვილის ნაცნობები ამბობენ, მათ "მყიფე ქორწინება“ ჰქონდათ და ხშირად კამათობდნენ, ერთ შემთხვევაში კი პოლიციაც კი გამოიძახეს.

ამავე დროს, პაკისტანში იფტიხარს კიდევ ერთი ცოლი ჰყავს – სუპერმოდელი და მსახიობი აბეერ რიზვი, რომელზეც ხუთი წელია დაქორწინებულია. მსახიობი, რომელსაც TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც წყვილი ბედნიერად გამოიყურება და ერთად ესწრება ფილმების პრემიერებს.

ბიზნესმენ იფტიხარს, სინამდვილეში ორი ცოლი ჰყავს - ერთ-ერთი მათგანი პაკისტანელი მოდელი და მსახიობი აბირ რიზვია, რომელსაც TikTok-ზე 500 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს

იფტიხარის დაბადების დღეზე რიზვიმ Instagram-ზე დაწერა: "ჩემო საყვარელო ქმარო, ამ დღეს მინდა პატივი გცე შენ და შენს უნიკალურ ბუნებას... უთანხმოებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ შენი სიყვარული უფრო მეტია. მადლობელი ვარ, რომ ამ მოგზაურობას შენთან ერთად ვიზიარებ.“

წყვილი ექსტრავაგანტური ცხოვრებით ცხოვრობს: დროს იახტებზე ატარებს.

იფტიხარის წარმატებული ბიზნესის იმიჯის უკან წარუმატებელი საქმე იმალება, რომელმაც მას მილიონობით ფუნტის ვალი დაუტოვა.

  • გაკოტრებული ბიზნესი და მდიდრული ცხოვრების წესი

ბიზნესმენს ადრე ავიაციის საკადრო ბიზნესი ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ გაკოტრდა. კომპანიას, სახელად "Core Labour Supply Limited (CLSL)“, 19 მილიონ ფუნტზე მეტი ვალი დაედო.

2022 წელს კომპანიის ბრუნვამ თითქმის 90 მილიონი ფუნტი შეადგინა, რამაც იფტიხარს მდიდრული ცხოვრების გაგრძელების საშუალება მისცა. 2018-დან 2021 წლამდე ის საკუთარ თავს წელიწადში თითქმის 1 მილიონი ფუნტის დივიდენდებს უხდიდა. თუმცა, ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა COVID-19-მა და ორი უმსხვილესი მომხმარებლის (რომლებიც კომპანიის შემოსავლის 35%-ს შეადგენდნენ) წასვლამ. კომპანიამ ვერ შეძლო ვალდებულებების დაფარვა, რის გამოც გაკოტრდა.

პირველ ცოლთან ერთად

მიუხედავად ამისა, იფტიხარი, რომელიც ახლა სასწავლო კომპანია "Staffing Match“-ის მფლობელია, კვლავ მდიდრულად ცხოვრობს. ერთ-ერთმა მეზობელმა Daily Mail-ს განუცხადა: "ის ნამდვილად პატივმოყვარეა, უყვარს თავისი სიმდიდრის წარმოჩენა. როგორ იშოვა ფული, ჩემთვის უცნობია, რადგან ის ძირითადად სახლშია. მას განსაკუთრებით მანქანები უყვარს – ჰყავს Bentley და Range Rover, ხშირად გადაადგილდება ძვირადღირებული მანქანებით “.

მეზობელმა ისიც აღნიშნა, რომ იფტიხარი ხშირად ატარებდა მანქანას დასაშვებზე მაღალი სიჩქარით, სახლში კი გვიან ბრუნდებოდა და ხმამაღალი მუსიკით აწუხებდა მეზობლებს.

  • მუქარა ბორტზე და სასამართლოს გადაწყვეტილება

იფტიხარმა სასამართლოში მკვლელობის მუქარა აღიარა. შოკისმომგვრელ ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ უწოდებს ის ბორტგამცილებელს რასისტს და ეუბნება: "შენ მე ყველას წინაშე პაკისტანელი დამიძახე“. ამ დროს მისი ცოლი და შვილები ტირიან და სთხოვენ შეჩერდეს,

  • ეკიპაჟი იძულებული გახდა თურქეთში დაფრენილიყო, რაზეც იფტიხარმა ამაზე უპასუხა: "არ მაინტერესებს. დაიკიდეთ, წავიდეთ თურქეთში. მე კონტაქტები მაქვს“.

სასამართლომ განაცხადა, რომ ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ბორტგამცილებელმა იფტიხარს ჭურჭლიდან ყინულის ხელით აღება აუკრძალა.

პროკურორის თქმით, "როდესაც ის შეაჩერეს, ბრალდებული გაბრაზდა და ბორტგამცილებლის გადაღება დაიწყო, ეუბნებოდა მათ: "არ მითხრათ, რა გავაკეთო, ბო**ო“. როდესაც მათ სთხოვეს, თავის ადგილას დაბრუნებულიყო, უთხრა: "არ მითხრა, რა გავაკეთო, რასისტო ბო*ო. ვიცი“.

  • იფტიხარმა ბორტგამცილებელს "თეთრი უელსელი ჩმორი“ უწოდა და იმ სასტუმროს აფეთქებით დაემუქრა, სადაც ეკიპაჟი უნდა გაჩერებულიყო. მან უოლშს უთხრა: "შენ მოკვდები შენი სასტუმროს იატაკზე“ და "შენ ოთახიდან თმებით გამოგათრევენ, ჯგუფურად გაგაუპატიურებენ და ცეცხლს წაგიკიდებენ“.

დაზარალებულმა, ენჯი უოლშმა სასამართლოს განუცხადა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ 14 თვე სამსახურიდან წასვლა მოუწია. "ვგრძნობ, რომ იმ დღეს მომხდარმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. წლებია "Virgin Atlantic“-ში ვმუშაობ... ომის ზონაშიც კი ვყოფილვარ, მაგრამ ამ ინციდენტმა გამტეხა. ეს ძალიან პირადი თავდასხმა იყო“, – თქვა მან.

იფტიხარის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ამნეზიური სისხლის დაკარგვით“ იტანჯებოდა და რომ "მას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის პრობლემა ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში“.

იფტიხარი, რომელიც ნაცრისფერ კოსტიუმში, ვარდისფერ პერანგსა და ყვითელ ჰალსტუხში იყო გამოწყობილი, ტიროდა, როდესაც 15 თვით პატიმრობა მიესაჯა.