ავტორი:

2025 წლის ზაფხულში გლობალურმა დათბობამ შესვენება აიღო? - რას პროგნოზირებენ მეცნიერები: "ნაადრევი ზეიმისგან თავი შევიკავოთ, თუმცა..."

2025 წლის ზაფხულში გლობალურმა დათბობამ შესვენება აიღო? - რას პროგნოზირებენ მეცნიერები: "ნაადრევი ზეიმისგან თავი შევიკავოთ, თუმცა..."

2025 წლის ზაფხულმა რეკორდული სიცხის სერია დაარღვია. ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, სამი თვის განმავლობაში (მაისიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში) საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით, +1,5 დაბალი დარჩა.

  • ევროკავშირის კლიმატის ცვლილების კოპერნიკის სამსახურში აცხადებენ, რომ ივლისი საშუალოზე მხოლოდ 1,25 °C-ით თბილი იყო, თუმცა ის მაინც საგანგაშო - მესამე ადგილზე იყო თანამედროვე ისტორიაში, ყველაზე ცხელი ივლისების სიაში. რეკორდი 2023 წლის ივლისში დამყარდა, ხოლო 2024 წლის ივლისი მეორე ადგილზეა.

2025 წელი "ცხლად დაიწყო“ - იანვარი რეკორდულად თბილი თვე იყო, მიუხედავად წყნარ ოკეანეში "ლა ნინიას" ფენომენისა, რომელიც როგორც წესი, პლანეტაზე ტემპერატურას ამცირებს.

  • კოპერნიკის ცენტრის მკვლევრები ნაადრევი ზეიმისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.

"ჰაერის მაღალი ტემპერატურის რეკორდების სერია ამ მომენტში კი დასრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება შეჩერდა. ჩვენ კვლავ ვხედავთ უკიდურეს სიცხეს და წყალდიდობებს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. თუ ატმოსფეროში სითბური აირების კონცენტრაციას რაც შეიძლება მალე არ დავასტაბილურებთ, ტემპერატურა ახალ რეკორდებს მიაღწევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მკვლევარმა კარლო ბუონტემპომ.

ივლისი ყველგან გრილი არ იყო. მაგალითად, ჰიმალაის მთებში, ჩინეთში, იაპონიაში და ევროპის ნაწილში ჩვეულებრივზე ცხელი იყო. თურქეთში ეროვნული რეკორდი მოიხსნა და ტემპერატურამ 50.5°C-ს მიაღწია. თუმცა დასავლეთ რუსეთსა და ცენტრალურ ევროპაში ივლისში ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე დაბალი იყო.

ანალოგიურად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და ავსტრალიაში ივლისში ჩვეულებრივზე უფრო დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

წყარო