ავტორი:

სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში სამგზავრო გემი "კომეტა" პირველად ჩავიდა

სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში სამგზავრო გემი "კომეტა" პირველად ჩავიდა

სამგზავრო გემი "კომეტა“ სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ომის შემდეგ პირველად ჩავიდა.

სოხუმის საზღვაო პორტში მას აფხაზეთის ლიდერი, ბადრა გუნბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო დახვდნენ.

  • გემმა მარშრუტი 2 საათსა და 20 წუთში დაფარა. "აფხაზეთის საზღვაო გადაზიდვების კომპანიის“ წარმომადგენელმა TASS-თან საუბარში განმარტა, რომ ეს "სატესტო" რეისი იყო.

"აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო კავშირის დამყარების გადაწყვეტილება 12 ივლისს სოხუმის პორტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელშიც ბადრა გუნბა და სერგეი კირიენკო მონაწილეობდნენ.

მანამდე რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა.