ავტორი:

წამიყვანე, მედუზა: ექსპერტებმა წარმოადგინეს კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ვარსკვლავებამდე მიგვიყვანენ

წამიყვანე, მედუზა: ექსპერტებმა წარმოადგინეს კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ვარსკვლავებამდე მიგვიყვანენ

მედუზებით შთაგონებული კოსმოსური ხომალდები, 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლები, პოლიამორული ურთიერთობები და ვეგეტარიანული დიეტა - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, რომლებსაც ექსპერტები ვარსკვლავთშორის მოგზაურობისას განიხილავენ.

მეცნიერებმა, ინჟინრებმა, არქიტექტორებმა და სოციალურმა თეორეტიკოსებმა გლობალური კონკურსის „თაობის ხომალდები“ ფარგლებში, ახალი იდეები შეიმუშავეს. წარადგინეს კოსმოსური ხომალდები, რომლებსაც საცხოვრებლად ვარგის პლანეტამდე 1500-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ.

ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა თითქმის 100 მაკეტი.

გამარჯვებული გახდა სიგარის ფორმის, 36 მილის სიგრძის გემი - Chrysalis, რომელიც კონცენტრული ცილინდრების სერიის გარშემო იყო შექმნილი. თითოეულ ზონას კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა: 3D პრინტერით დაბეჭდილი საცხოვრებელი ფართები; საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, ბიბლიოთეკები, გალერეები, ფერმები და ბიომები დედამიწის სხვადასხვა გარემოდან.

ვინაიდან ცხოველებს გემზე მხოლოდ ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად შეიყვანენ, საჭირო იქნება ვეგეტარიანული დიეტა.

იდეის თანახმად, ხომალდზე მაცხოვრებლებს შვილების ყოლის უფლება ექნებათ, თუმცა მათი აღზრდა ოჯახის ნაცვლად, თემის დანიშნულება უფრო იქნება.

მეორე ადგილი მბრუნავ კოსმოსურ ხომალდს ერგო - ის მოგვაგონებს კოსმოსურ სადგურს ფილმიდან „2001: კოსმოსური ოდისეა“.

მაკეტი ასევე მოიცავს ფართო ტანსაცმლის დიზაინს დიდი ელვაშესაკრავიანი ჯიბეებით.

მისიაში მონაწილეობას მიიღებს კუების სამი წყვილი, რომლებიც შეირჩა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის, შედარებით უმოძრაო ბუნებისა და დაავადებებისადმი მდგრადობის მიხედვით.

მესამე ადგილზე გასული ნამუშევარი, „უახლოესი ვარსკვლავური სისტემა“, მედუზას ფორმისაა და შეჯახების ფარად ღრუ ასტეროიდს იყენებს.

კონკურსის ორგანიზატორის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ ანდრეას ჰაინმა, განაცხადა, რომ ეს იყო „უფრო ფართო კვლევის ნაწილი, რომელიც შეისწავლის, შეუძლია თუ არა კაცობრიობას ვარსკვლავებამდე მოგზაურობა“.

წყარო

იხილეთ ასევე: