პარასკევს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს მიიღებს.
როგორც გამოცემა "კიევი პოსტის" ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წერს, ეს შეხვედრა თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების კულმინაციაა, ის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის და რეგიონში, სადაც დიდი ხანია რუსეთი და ირანი დომინირებენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ცენტრალურ მოთამაშედ წარმოაჩენს.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებისა და შეთანხმების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ახალი კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჰქვია "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, შემოკლებით TRIPP. ეს ინოვაციური ჩარჩო ორ ერს შორის ყველაზე საკამათო საკითხები გადასაჭრელად არის შექმნილი.
TRIPP არ არის სამხედრო ან თავდაცვითი ინიციატივა. "კიევი პოსტის" წყაროებმა, ნათლად განაცხადეს, რომ აშშ არ იძლევა "მკაცრი უსაფრთხოების გარანტიას“ და არ აგზავნის ძალებს, აშშ-ის ჩართულობა იქნება წმინდა კომერციული ხასიათის - აშშ აიღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს მარშრუტის ფუნქციონირება ყველა მხარისთვის
ამას მოჰყვა კიდევ ხუთი ვიზიტი, როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, რომელმაც მხარეები მიიყვანა აზრამდე, რომ "ეს არის მომენტი“.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი გეოპოლიტიკური კლიმატი - როდესაც რუსეთიც და ირანიც სხვა გლობალური საკითხებზე არიან გადართულები, ორივე ქვეყნისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გადადგან "მამაცი ნაბიჯი“ მშვიდობისკენ

8 აგვისტოს ფაშინიანი და ალიევი თეთრ სახლში რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ოფიციალური პირების ცნობით, ეს იქნება:
ეს ერთგვარ ჩარჩოში მოაქცევს "მშვიდობისკენ მიმავალ კონკრეტულ გზას“ და ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას უზრუნველყოფს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პარაფირებას გაუკეთებენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს, რომელზეც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
ორივე ქვეყანა ოფიციალურად გავა ეუთოს მინსკის ჯგუფიდან, მედიაციის პლატფორმიდან, რომელიც "არასასარგებლოდ“ იქნა მიჩნეული
აშშ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ცალკეულ ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერს ხელს, რაც მათ ორმხრივ ურთიერთობებს "განაახლებს“ და აქამდე წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გახსნის.
შეთანხმებები გრძელვადიანია, 50 წელზე მეტხანს გაგრძელებას გულისხმობს. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა "კიევი პოსტთან" ხაზი გაუსვეს. რომ აშშ თავს ორივე მხარისთვის საიმედო პარტნიორად ასახელებს.