7 აგვისტოს მონაცემებით, Forbes-ის მილიარდერთა სიაში კვლავ ორი ქართველია - მიხეილ ლომთაძე და ბიძინა ივანიშვილი.
გადავხედოთ, როგორია მათი მდგომარეობა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის: ლომთაძის ქონება 5.9 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რითაც მსოფლიო მილიარდერთა სიაში 629-ე ადგილზეა, ივანიშვილის კაპიტალი კი 2.7 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს 1434-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია.
რაც შეეხება პირველ ათეულს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიან ილონ მასკს 407 მლრდ აშშ დოლარის აქტივები აქვს, მეორე ადგილზე Oracle-ს დამფუძნებელი, ლარი ელისონია, მესამეზე კი - მარკ ცუკერბერგი. გააგრძელეთ კითხვა