უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები ვიყავით - პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ არ აქვს ტელეფონი, ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განუცხადა.
“უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები [ვიყავით]. ვმეგობრობდით, მეგობრობის ხარისხზე როგორ ვისაუბრო. [მეგობრობა] არაფერს დაუსრულებია. როგორც ვმეგობრობდით, ისე ვმეგობრობთ. მოვიკითხე ბევრჯერ, თუმცა პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს ტელეფონი და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. [გუნდის წევრებისგან] ვიცი. ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“შს მინისტრისგან გავიგეთ, რომ კამერები იყო და ამოღებულია. მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. შემდეგ ათასი მანიპულაცია იყო: გეკა გელაძე იყო, მდინარაძე იყო და ეს სისულელეები და ტყუილები ითქვა.
რაც ჩვენ გავიგეთ, არ გვაქვს წიაღსვლებში შესვლის უფლება, იქ იყო 4-5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ორი წევრი, მასპინძელი და მასპინძლის 1 თუ 2 მეზობელი. ეს შემადგენლობა იყო. ისინი დაიკითხებიან დეტალურად, შეიძლება გამოიკითხნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.