ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.
მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.

მან არ დააკონკრეტა მმართველობის კონკრეტული მექანიზმები ან რომელი არაბული ქვეყნები შეიძლება მასში იყვნენ ჩართულნი.
"ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების პერიმეტრის შექმნა. ჩვენ არ გვინდა მისი მართვა. ჩვენ არ გვინდა იქ ვიყოთ მმართველი ორგანოს სახით. უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფისთვის საჭიროა „ჰამასის“ დაშლა. ერთადერთი გზა, რომ განსხვავებული მომავალი გქონდეთ, არის ამ ნეონაცისტური არმიის მოცილება. „ჰამასი“ მონსტრია“, - განაცხადა მან.