ჯენიფერ ლოპესს Chanel-ის საერთაშორისო მაღაზიაში შესვლაზე უარი უთხრეს.
Turkiye Today-ის ცნობით, ორშაბათს, ვარსკვლავი სტამბოლის ისტინიეს პარკში — თურქეთის ერთ-ერთ მდიდრულ სავაჭრო ცენტრში — შოპინგისას Chanel-ის მაღაზიას მიუახლოვდა. თუმცა, მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა ლოპესს შესვლა აუკრძალა.


"კარგი, პრობლემა არ არის“, - მშვიდად უპასუხა 56 წლის მომღერალმა, რომელიც ვარდისფერ კომპლექტში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით, როგორც ამბობენ, მაღაზიის თანამშრომლებმა პოპ ვარსკვლავს უკან დაბრუნების თხოვნით მიმართეს, თუმცა მან უარი თქვა.
ლოპესი 19-საფეხურიან ზაფხულის ტურნეში, სახელწოდებით „Up All Night“, იმყოფება, რომელიც 8 ივლისს ესპანეთის ქალაქ ვიგოში დაიწყო და 10 აგვისტოს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში დასრულდება.

მომღერალი თითქმის ყველა შოუს შემდეგ ინსტაგრამზე აქტიურობს, თუმცა 5 აგვისტოს სტამბოლში გამართული გამოსვლის შესახებ ჯერ არაფერი დაუწერია.