უკვე მეორე დღეა ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე მთიან რაიონში ხანძარი მძვინვარებს. კერა თავდაპირველად კანიონში გაჩნდა და ხუთ საათში 2.3 კვადრატულ მილზე მეტი ფართობი მოიცვა.
ვენტურას ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

ამჟამად ცეცხლი ლოს-პადრესის ეროვნულ ტყეში მდებარე წყალსაცავის, პირუს ტბის სამხრეთით მძვინვარებს. ხანძარმა ექვს საათში დაახლოებით 15 კვადრატული მილი გაანადგურა და 50 000 ადამიანს ევაკუაციის ბრძანება მიეცა.
ვენტურას ოლქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, ენდრიუ დაუდის თქმით, ევაკუაციის ბრძანება მიეცა ლოს-ანჯელესის ოლქში მცხოვრებ დაახლოებით 4200 მოსახლეს და ევაკუირებული იქნა 1400 შენობა.
კიდევ 12500 მოსახლე ევაკუაციას ელოდება.

დაუდის თქმით, ხანძარი „ძალიან დინამიური“ იყო, რაც გამოწვეული იყო ცხელი, მშრალი ამინდით, ციცაბო და უხეში რელიეფით.
ადგილზე 250 მეხანძრე იმყოფებოდა, რომლებიც ვერტმფრენებთან ერთად მუშაობდნენ.

ახალი ხანძარი ცენტრალურ კალიფორნიაში წლის ყველაზე მასშტაბურ ხანძრად იქცა.
