ამერიკელი ქალი 6 თვის განმავლობაში თავს რეგისტრირებულ ექთნად ასაღებდა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საავადმყოფოში მუშაობდა. დანაშაული მაშინ გამოვლინდა, როდესაც ქალს დაწინაურება შესთავაზეს და მისი მართვის მოწმობა შეამოწმეს. იგი 5 აგვისტოს დააკავეს.
შერიფის ოფისის ცნობით, 29 წლის ოტემ ბარდისამ AdventHealth Palm Coast Parkway-ში მუშაობა 2023 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო. ის მოწინავე სპეციალობის ექთან-ტექნიკოსად დაიქირავეს - ექთნის ხარისხის მქონე სანიტრად, რომელსაც მხოლოდ ლიცენზირებული პრაქტიკოსი ექთნის ზედამხედველობის ქვეშ შეუძლია მუშაობა.

ამის შესახებ მენეჯმენტს აცნობეს. დაიწყო შიდა გამოძიება და აღმოჩნდა, რომ ქალს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი სამსახურში არასდროს წარუდგენია. 22 იანვარს იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გამოძიება შვიდი თვე გაგრძელდა. პოლიციამ, ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა და აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა შეისწავლეს დოკუმენტები, გამოჰკითხეს AdventHealth-ის თანამშრომლები და ექთანი, სახელად აუტმონი, რომლის ლიცენზიაც ბარდისამ გამოიყენა. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ერთმანეთს პირადად არ იცნობდნენ.
2025 წლის 5 აგვისტოს მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა. ქალს ბრალად ედება უკანონო სამედიცინო საქმიანობა და პერსონალური ინფორმაციის თაღლითურად გამოყენება. ექთანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. იგი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.