თუ მანქანის ყიდვას აპირებთ და თავში უამრავი კითხვა გიტრიალებთ, იცოდეთ, ეს ბუნებრივია. ავტომობილის შეძენა სერიოზული ნაბიჯია, რომელიც დიდ დროს, დაკვირვებასა და სწორ ანალიზს საჭიროებს.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წლის ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 1 814 300-ს შეადგენს, რაც 1000 კაცზე 490-ია, მაშინ როცა 2023 წელს ავტომობილების რაოდენობა სულ 1 680 400 იყო, რაც 1000 კაცზე 455-ს შეადგენდა.
რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდის შესაბამისად, იზრდება აშშ-სა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მანქანების რიცხვიც. თუ წლების წინ მანქანებს ადგილობრივ ბაზარზე ხშირად ყიდულობდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი მუდმივად მცირდება. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ავტომფლობელებს სწორედ უცხოეთიდან, განსაკუთრებით, აშშ-დან ჩამოყვანილი მანქანები სთავაზობს.
როგორ იცვლება ავტოპარკი საქართველოში, რა არის საჭირო მისი უფრო სწრაფი ტემპით გასაახლებლად და როგორც უნდა შეარჩიოთ სწორად თქვენი მომავალი ავტომობილი - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ავტომობილების იმპორტიორი კომპანია Carmall-ის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი გვესაუბრება.

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ ავტოპარკს? რამდენად მოძველებულია ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების დიდი ნაწილი?
საქართველოში არსებულ ავტოპარკს მოძველებულად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ჩვენზე უფრო მეტად განვითარებულ არაერთ ქვეყანასთან შედარებით, ბევრად დიდი და კარგი ავტოპარკი გვაქვს. საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტიც ინტენსიურად ხდება. თუმცა შემოსული მანქანების დიდი ნაწილი ქვეყანაში რჩება. წლიდან წლამდე ქართული ავტოპარკი იზრდება და იხვეწება. ამ მიმართულებით საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება მუდმივად მაღლდება. ადამიანებს, რომლებიც აქამდე საქართველოში არსებულ, მოცვეთილ მანქანებს ყიდულობდნენ, ჩამოყვანილი ავტომობილების მიმართ ნდობა უჩნდებათ. ეს ყველაფერი ცხოვრების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეტაპია.
როგორია ახალი და მეორადი მანქანების წილი საერთო ავტოპარკში?
ზუსტ მონაცემებს ვერ მოგაწოდებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არსებული ავტოპარკის დაახლოებით 10% არის ახალი, ცენტრიდან გამოყვანილი მანქანები. დანარჩენი მეორადი ავტომობილებია, მაგრამ ამ საკითხსაც ობიექტური შეფასება სჭირდება. მეორადი მანქანა ცუდს არ ნიშნავს. საკმოად ხარისხიანი ავტომობილები შემოდის ქვეყანაში. Carmall-ის მომხმარებლებს შორის სულ უფრო იკლებს ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ ფასს და არა ხარისხს.
მეორადი მანქანების შემოყვანის მიმართულებით როგორი იყო ბაზარი, როდესაც Carmall-მა საქმიანობა დაიწყო და როგორ შეაფასებთ ახლა?
ბაზარი მაშინაც ვითარდებოდა და ახლაც განვითარების ეტაპზეა. ამ წლების განმავლობაში, ხალხის ცნობიერება, რა თქმა უნდა, ამაღლდა. საზოგადოებას ჩამოყვანილი მანქანების მიმართ მეტი ნდობა აქვს.
Carmall-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ბაზრის განვითარებაზე ზრუნვაა. ჩვენი ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით, ქართველმა მომხმარებელმა მიაღწია განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ის უკვე არა უბრალოდ მანქანის ჩამოყვანაზე, არამედ სტანდარტსა და ხარისხზეა ორიენტირებული. Carmall-ის შემთხვევაში ამ ყველაფერს უზრუნველყოფს: გაყიდვების მენეჯერი, ექსპერტთა გუნდი და დაზღვევა. ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნებს მოვარგოთ ჩვენი მომსახურება.
თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება? რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება?
სრულიად ლოგიკურია, ადამიანებს ნებისმიერი ახლის მიმართ შიში აქვთ. ასე იყო აშშ-დან მანქანების ჩამოყვანის შემთხვევაშიც. თუმცა ეს საკითხი ჩვენთან, ფაქტობრივად, გადალახულია და ავტოპარკის განახლება ინტენსიურად მიმდინარეობს.
ზოგადად, ავტოპარკის განახლების პროცესი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მიჰყვება. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით მეტად მსყიდველუნარიანია მოსახლეობა. შესაბამისად, მათ უჩნდებათ სურვილი და მოთხოვნა, რომ აშშ-დან ახალი ავტომობილები ჩამოიყვანონ.
ავტოპარკის განახლების წახალისების ერთ-ერთ გზად შეიძლება განვიხილოთ განბაჟების ღირებულების შემცირება. დღეს საქართველოში განბაჟების ფასი მანქანის წლის მიხედვით ითვლება. თუმცა, ჩემი აზრით, ამ სქემის გადახედვა და ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. ახალ ავტომობილებზე უფრო წამახალისებელი ტარიფი უნდა მოქმედებდეს. ერთ-ერთ ვერსიად მანქანის ღირებულების შესაბამისად დაანგარიშება შეიძლება განვიხილოთ.
თქვენ ერთ-ერთი ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ბაზრის სტანდარტიზაციაზეც მუშაობთ. რა ხარვეზებია ამ მიმართულებით? როგორია თქვენი როლი ამ პროცესში?
ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ხარვეზია. არსებობს უამრავი კომპანია და ბაზარი გარკვეულწილად უმართავია. კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარება და მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს შეეძლებათ მანქანების ჩამოყვანა. უნდა არსებობდეს მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც შეეძლება კომპანიას აშშ-დან მანქანების იმპორტის განხორციელება.
Carmall ბაზარზე ნამდვილად ქმნის სტანდარტს. ჩვენ ვამაყობთ, რომ თითოეულ მომხმარებელს ჩვენი სრული გუნდით ვემსახურებით და არ ვთანამშრომლობთ დილერებთან. დილერის შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია კომპანიის სახელით იმუშაოს დამოუკიდებლად და თავად აწარმოოს ჩამოყვანის სრული პროცესი. ეს ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რადგან, ერთის მხრივ, სრულყოფილ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, ბევრი დილერი მომხმარებლებს უბრალოდ ატყუებს, მანქანის ისტორიას უმალავს.
ამ ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, Carmall-ში გვყავს გაყიდვების მენეჯერები, ექსპერტები, მომხმარებლებს ვთავაზობთ დაზღვევას, გადახდის მოქნილ პირობებს. ეს ყველაფერი კი სტანდარტია, რომლის მიხედვითაც სფერო უნდა საქმიანობდეს. მ
რა უპირატესობები აქვს ავტომობილის აშშ-დან ჩამოყვანას? რატომ აშშ და არა ევროპა ან აზია?
სხვადასხვა ქვეყნის ავტოპარკთან მქონია შეხება და აშშ-ს ავტოპარკი მართლაც საუკეთესოა. პირველ რიგში, იქ ავტომობილის ისტორიის დეტალური გადამოწმება ხდება. რა თქმა უნდა, ბევრი ცუდი ავტომობილიც იყიდება აშშ-ში, მაგრამ სათანადო შემოწმების შემთხვევაში ძალიან კარგი მანქანის ყიდვაა შესაძლებელი.
კიდევ ერთი უპირატესობა ჩამოყვანის სიმარტივეა. ევროპიდან ბევრად რთულია მანქანის ჩამოყვანა, ვიდრე აშშ-დან.
რაც შეეხება აზიურ ქვეყნებს, იქ შედარებით დაბალი დონის ავტომობილები იწარმოება. თან კორეული თუ იაპონური ბრენდების საწარმოები აშშ-შიც არის და იქიდან ჩამოყვანა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თავად აზიიდან.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში მანქანებს უფრო მალე ცვლიან, ვიდრე აზიაში. ამიტომ შედარებით ახალი ავტომობილის ყიდვაა შესაძლებელი.

როგორია თქვენი რჩევები ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით? რა საკითხები უნდა გაითვალისწინოს მყიდველმა ავტომობილის მოდელისა და მახასიათებლების შერჩევისას?
პირველ რიგში, ეს საქმე პროფესიონალებს უნდა ანდოთ. 4 ძირითადი საკითხი კი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, ასეთია: გამოშვების წელი, გარბენი, კომპლექტაცია და დაზიანება. თითოეულის ანალიზი უნდა მოხდეს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირველი სამი საკითხის შეცვლა შეუძლებელია მეოთხესი კი - არა. ამიტომ უმჯობესია ახალი და მაღალი კომპლექტაციის მანქანა იყიდოთ და შედარებით დიდი დაზიანება ჰქონდეს. დაზიანებას ადგილზე მივხედავთ, წელსა და გარბენს კი ვერ შევცვლით.
რა ოპტიმალური პერიოდულობით უნდა შეცვალოს ავტომობილი ავტომფლობელმა, რომ მასში ჩადებული ინვესტიცია არ დაკარგოს და მანქანა ძალიან არ გაუფასურდეს?
საშუალო გადაადგილების შემთხვევაში, ზოგადი დრო 2-3 წელია. თუ მანქანა ყოველდღიურად 100 კმ-ს და მეტს გადის, მაშინ 1 წელში უკვე რეკომენდებულია მისი შეცვლა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ბრენდები და მოდელები, რომლებსაც მალე უვარდება ფასი. ასეთია ის ბრენდები, რომლებიც 2-3 წელში ერთხელ აახლებენ მანქანებს. ბრენდები, რომლებიც უფრო იშვიათად ცვლიან მოდელებს, მაგალითად „ლექსუსი“ ფასს მალე არ კარგავს და მისი ყოლა უფრო ხანგრძლივი პერიოდითაც რეკომენდებულია.
NS