ავტორი:

გიორგი კეკელიძე გიორგი ანწუხელიძის შესახებ წიგნზე მუშაობს, რომლის კონსულტანტი ეროვნული გმირის მეუღლეა - რას წერს მწერალი?

გიორგი კეკელიძე გიორგი ანწუხელიძის შესახებ წიგნზე მუშაობს, რომლის კონსულტანტი ეროვნული გმირის მეუღლეა - რას წერს მწერალი?

"ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუშაობს წიგნზე "ანწუხელიძე", რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს, - ამის თაობაზე მწერალი ცნობას სოციალური ქსელში აქვეყნებს.

"დღეს დავიწყეთ მუშაობა მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნზე - "ანწუხელიძე".

განზრახულია მცირე ტილოს შექმნა, ქართველი გმირის ცხოვრებისა და პარალელური ისტორიების მეშვეობით. ამბებით, რომელიც ქვეყნის ოკუპანტთან ბრძოლის ცხადი სურათი იქნება - ამბავი დაუნებებლობის.

დღეს მე და გიორგის მეუღლე, ჩემი მეგობარი მაკა ჩიკვილაძე შევხვდით და სამუშაო რუკა მოვინიშნეთ, რომელიც ალვანიდან დაიწყება.

მე წიგნის ავტორი ვიქნები. მაკა კი - მთავარი კონსულტანტი.

Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L", - წერს ის.