ავტორი:

უეცარმა წყალდიდობამ ჩინეთში, 10 ადამიანი იმსხვერპლა, 33 კი დაკარგულად მიიჩნევა

უეცარმა წყალდიდობამ ჩინეთში, 10 ადამიანი იმსხვერპლა, 33 კი დაკარგულად მიიჩნევა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ განსუს პროვინციის იუჯუნის ოლქში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული უეცარი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაკარგულად მიიჩნევა.

ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ ჩინეთის რამდენიმე რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა, ქალაქ გუანჯუს მახლობლად დიდი მეწყერი ჩამოწვა, სინლონგის მთიან რეგიონში 4000-ზე მეტი ადამიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რის გამოც ოთხი სოფელი გარე სამყაროს მთლიანად მოსწყდა. ქალაქ გუანჯუს ჩრდილოეთ რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა 7 ადამიანი იმსხვერპლა, 7-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ცენტრალური ჰენანის პროვინციის დედაქალაქ ჟენჯოუში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლები, ოფისები და ქარხნები დახურა, ასევე ნაწილობრივ შეზღუდა სატრანსპორტო მოძრაობაც.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა საჯარო გამოსვლისას, სტიქიასთან გასამკლავებლად ქვეყნის სამაშველო ძალების სრული მობილიზაცია მოითხოვა.

წყარო