ავტორი:

ისტორიული შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეულია - რა ვალდებულებებს იღებენ მხარეები: "სიკვდილისა და ზიზღის 35 წლის შემდეგ ახლა იქნება სიყვარული"

ისტორიული შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეულია - რა ვალდებულებებს იღებენ მხარეები: "სიკვდილისა და ზიზღის 35 წლის შემდეგ ახლა იქნება სიყვარული"

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

"ეს ნამდვილად დიდი დღეა. ზოგიერთი სხვა დიდი ანონსი გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ განცხადების გაკეთება არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა რამეს ცოტათი მაინც დაეჩრდილა ის, რაც დღეს მოხდა. სიკვდილისა და ზიზღის 35 წელი და ახლა იქნება ერთად სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. არა მგონია, რომ ეს შეიძლება დაიჩრდილოს. ომი იყო, ამდენი ადამიანი იტანჯებოდა, ამდენი ადამიანი იქნა მოკლული და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამეა”, - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა და რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნაჰჩივანის რეგიონზე და ამავდროულად სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს”.

“სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს, და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ასე მნიშვნელოვანია…

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაგვარეთ არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა. ეს დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც დიდი პატივია, ეს არ მითხოვია. ეს განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნაჰჩივანის [რეგიონზე] და ამავდროულად სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს…

სომხეთი ასევე ექსკლუზიურ პარტნიორობას ქმნის აშშ-სთან ამ დერეფნის გასავითარებლად, რომელიც 99 წლამდე შეიძლება გახანგრძლივდეს… მოველით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. ისინი მოუთმენლად ელიან ამ ორ ქვეყანაში შესვლას და ისინი ბევრ ფულს დახარჯავენ…

დამატებით, აშშ ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა თანამშრომლობა გააფართოვოს ენერგეტიკით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში…

ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის. ეს დიდი ამბავია… მათ [აზერბაიჯანელებს] ძალიან უხარიათ ეს, ისევე როგორც მე,” - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიამნდე.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე აშშ-ის შეზღუდვები 1992 წლიდან არსებობდა.