უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, ხოლო დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნების შესახებ - პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია, ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ განაცხადა.
"ამ დროისთვის სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს“,- განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემა არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უკრაინულ მხარეს მისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე რამდენიმე მექანიზმი შესთავაზეს.
წაიკითხეთ ასევე: