17 წლის წინ, აგვისტოს ხუთდღიან ომში რუს ოკუპანტებთან და ადგილობრივ სეპარატისტებთან ბრძოლებში ქართული არმიის 170 მებრძოლი, ასევე, შსს-ს 14 თანამშრომელი დაიღუპა, 1 045 სამხედრო კი დაიჭრა...
დაღუპულების ნაწილის გადმოსვენება მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ხოლო ბრძოლის ველზე დაჭრილთა დროულად გამოყვანა ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რადგან მოწინააღმდეგე „სასწრაფო დახმარების“ მანქანებსაც არ ინდობდა, შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები კი (როგორც დღეს „დიდგორის“ ბაზაზე აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებს) მაშინ არ გვყავდა და დაჭრილების საევაკუაციოდ შეჯავშნულ „კობრებსაც“ ვიყენებდით - ტყვიებით საბურავ დახეთქილ „კობრას“ დაჭრილები ისე მოჰყავდა გორის ჰოსპიტლისკენ, რომ მისი ბორბლების დისკები ასფალტზე სულ ნაპერწკლებს ჰყრიდნენ...
ბრძოლის ველიდან დაღუპულებისა და დაჭრილების ევაკუაცია მაშინ, როდესაც ეს ადგილი მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ იმყოფება, ყველა ომის პრობლემა გახლდათ და ასე რჩება დღემდე - სნაიპერები ერთ სამხედრო ეშმაკობასაც კი მიმართავენ ხშირად. ისინი სპეციალურად არ კლავენ მოწინააღმდეგეს, მას დაჭრიან და ელოდებიან, როდესაც დაჭრილის ხმამაღალ მუდარაზე, რომ გადაარჩინონ, მისკენ ორი ან ოთხი თანამებრძოლი როდის მიჩოჩდება და ცეცხლის არეალიდან როგორ ეცდება, საკაცით გამოარიდოს დაჭრილი... და სწორედ ამ დროს, სნაიპერი, ერთგვარ სატყუარად ქცეულ დაჭრილთან დასახმარებლად მისულ მის თანამებრძოლებზეც იწყებს ნადირობას...
მაგრამ, შეიძლება კი დაჭრილის ბრძოლის ველიდან დროულად და შედარებით უსაფრთხოდ ისე ევაკუაცია, რომ მის დასახმარებლად მისული თანამებრძოლებიც დამატებით სამიზნედ არ იქცნენ მოწინააღმდეგისთვის, როდესაც საკაცით მის ევაკუაციას დაიწყებენ?
აშშ-ის არმიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა Agile Spirit 2025-ის მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისას საქართველოს ვაზიანის პოლიგონზე ჩაატარა Overland AI ULTRA ტიპის ხელოვნურ ინტელექტიანი, სრულიად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების საველე გამოცდა, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ბრძოლის ველიდან დაჭრილების ოპერატიული და უსაფრთხო გამოყვანა და წინა ხაზზე საბრძოლო მასალების დროულად მიწოდება პირადი შემადგენლობისთვის, რისკის გარეშე...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: