ავტორი:

მორიგი ოპერაცია და ჯესი ჯეის ემოციური პოსტი - როგორია მომღერლის მდგომარეობა: "უბრალოდ ცხოვრების რიტმს მივყვები"

მორიგი ოპერაცია და ჯესი ჯეის ემოციური პოსტი - როგორია მომღერლის მდგომარეობა: "უბრალოდ ცხოვრების რიტმს მივყვები"

ჯესი ჯეის მკერდის კიბოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მე უბრალოდ ცხოვრების რიტმს მივყვები. ვსწავლობ, ვინ ვარ დედობის პერიოდში და როდის ექმნება პრობლემა ჯანმრთელობას“, - დაწერა 37 წლის მომღერალმა Instagram-ზე:

"მკერდის კიბოს ოპერაციიდან 7 კვირა გავიდა. ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესში ვარ... ჩემი სხეული ჯერ კიდევ პოულობს გზას. კვლავ მიყვარს მუსიკა, ჩემი ცხოვრება და მინდა ვიცხოვრო ამ მომენტით. ძალიან დამეხმარა წარსულში ჩემი პრობლემების გაზიარება, სხვა ადამიანებისგან სიყვარულისა და მხარდაჭერის მიღება".

ცნობისთვის, მომღერალმა ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ მკერდის კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.

“ვერც წარმოგიდგენიათ ეს ჩემთვის რამდენად განსაკუთრებულია. ჩემი ოჯახი, ბენდი, გუნდი - ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, გვაქვს ბევრი მიზეზი ცხოვრებისთვის, ბევრი მიზანი და საქმე. ვუსვამ ხაზს სიტყვას „ადრეული“. კიბო ნებისმიერ ფორმაში ცუდია, მაგრამ მე სწორედ სიტყვას „ადრეული“ ვეჭიდები,“ - ამბობდა მაშინ მომღერალი.

წყარო