ავტორი:

დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მყინვარი ჩამონგრევის პირასაა - კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი შედეგი და მეცნიერების გაფრთხილება

დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მყინვარი ჩამონგრევის პირასაა - კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი შედეგი და მეცნიერების გაფრთხილება

პერიტო მორენოს მყინვარი კლიმატის ცვლილების გამო სრული დაშლის პირასაა. გერმანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ის სწრაფად თხელდება, რაც მისი საერთო მასის საგანგაშო შემცირებას იწვევს.

  • კვლევის ავტორი, მორიც კოხი, ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებამ „დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბუნებრივი მოვლენა უკვე გაანადგურა“.

მყინვარის დადნობა გლობალური ზღვის დონეს მოულოდნელად აწევს, რაც ქალაქებს დატბორავს, მილიონობით ადამიანს იძულებით გადაასახლებს და ინფრასტრუქტურას გაანადგურებს.

პერიტო მორენო, რომელიც 1981 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა, თავისი ზომის გამო არგენტინის მთავარი ტურისტული ადგილია. კვლევის თანახმად, 2000 წლიდან 2019 წლამდე მყინვარმა წელიწადში დაახლოებით 34 სმ (13.3 ინჩი) სისქე დაკარგა. ეს შემცირება მკვეთრად დაჩქარდა და წინა ტემპთან შედარებით დაახლოებით 16-ჯერ გაიზარდა.

მეცნიერები აფრთხილებენ, რომ თუ მყინვარის ამჟამინდელი გათხელების ტემპი გაგრძელდება, ის კლდოვან ქედს მოწყდება.

პერიტო-მორენო სანტა-კრუსის პროვინციაში, მყინვარების ეროვნულ პარკში მდებარეობს. სამხრეთ პატაგონიის ყინულოვან ველზე, რომელიც ბოლო გამყინვარების ეპოქაში დაახლოებით 10 000 წლის წინ მთელ სამხრეთ ჩლეს ფარავდა. 30 კილომეტრის სიგრძის მყინვარის ფართობი 250 კვადრატული კილომეტრია. მისი ენის სიგანე 5 კილომეტრია, ხოლო საშუალო სიმაღლე ტბა არგენტინოს დონიდან 74 მეტრია.

დროდადრო მყინვარი ტბამდე მიდის და ბუნებრივ კაშხალს წარმოქმნის, რომელიც წყლის დინებას აფერხებს. ტბის კიდესთან წყლის დონე ზევით იწევს, წნევაც მატულობს და გასავლის ძიებაში წყალი მყინვარის საფარქვეშ ჟონავს და ნიადაგს ხვდება.

რამდენიმე დღეში წარმოიქმნება გვირაბი, რომელიც ყინულის კედელს ასუსტებს. კედელს წყლის მასა აწვება, თანდათან ტყდება და მყინვარი იხლიჩება; ამ თვალწარმტაც სანახაობას უამრავი ტურისტი ადევნებს თვალს.

წყარო

ნახეთ ასევე: