"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი “ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ იქცევა”, ეს პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ ირანულ გამოცემა Tasnim-თან საუბარში განაცხადა.
ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის აზრით, დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს”.
ირანის უზენაესი ლიდერის თქმით, აღნიშნული დერეფანი არა ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი, არამედ პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და “სხვა მეზობელი ქვეყნების” წინააღმდეგ.
“თურქეთის გარდა, რომელიც ნატოს წევრია, ნატოს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. ნატოს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” - განაცხადა აიათოლას მთავარმა მრჩეველმა.