ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, დროებით 15 ოჯახის გაიყვანეს. მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის სამსახურები და ყველა შესაბამისი უწყება.
მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება ახალსოფელს, მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს.
ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ერგეში (ბაშკო ეკალაური) 40 აბონენტს, 20 აბონენტის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება უახლოეს საათებში”,- აცხადებენ უწყებაში.