“ასე დაიწყო საუბარი: გამარჯობა, დონალდ ტრამპი ვარ - მითხრა, რომ მის ერთ-ერთ ულამაზეს სახლში შემეძლო სავახშმოდ მისვლა“ - წლების წინ არ შემდგარი რომანი: რა გაიხსენა მსახიობმა

“ასე დაიწყო საუბარი: გამარჯობა, დონალდ ტრამპი ვარ - მითხრა, რომ მის ერთ-ერთ ულამაზეს სახლში შემეძლო სავახშმოდ მისვლა“ - წლების წინ არ შემდგარი რომანი: რა გაიხსენა მსახიობმა

მსახიობმა ემა ტომპსონმა უამრავი ჯილდო და წოდება მიიღო თავისი ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის განმავლობაში, თუმცა, როგორც თვითონ ამხელს, ერთ შეთავაზებაზე უარის თქმა მოუწია.

მსახიობი იხსენებს, რომ დონალდ ტრამპმა მას პაემანზე წასვლა სწორედ მისი განქორწინების დღეს შესთავაზა. ტომპსონი როგორც ჰყვება, 1998 წელს ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა, როცა მისმა ტელეფონმა დარეკა.

"დონალდ ტრამპი რეკავდა",- განაცხადა ტომპსონმა შვეიცარიაში, ლოკარნოს კინოფესტივალზე ყოფნისას, სადაც მან "ლეოპარდის კლუბის" ჯილდო მიიღო.

"მან ასე დაიწყო საუბარი: “გამარჯობა, დონალდ ტრამპი ვარ“, მეგონა რომ ვიღაც მეხუმრებოდა და ვკითხე: "რით შემიძლია დაგეხმაროთ?" მერე კი მითხრა, რომ მის ერთ-ერთ ულამაზეს სახლში შემეძლო სტუმრად მისვლა და სავახშმოდ დარჩენა.

ვუპასუხე, რომ მადლობელი ვიყავი შემოთავაზებისთვის და მოგვიანებით დავუკავშირდებოდი",- განაცხადა მსახიობმა.

იმ პერიოდში ტრამპი ახალი დაშორებული იყო თავის მეორე ცოლს, მარლა მეიპლსს, ტომპსონიც კენეტ ბრანასთან ახალი განქორწინებული იყო: "მალევე მივხვდი, რომ ჩემი განქორწინების შესახებ ინფორმაცია ამავე დღეს გავრცელდა. ალბათ სპეციალურად ჰყავს ხალხი განწესებული, ვინც დგას და მისთვის ახალგანქორწინებულ ქალებს ეძებს",- დასძინა მსახიობმა.

ტომპსონი ცნობილი გარემოსდამცველი აქტივისტია, რომელიც ლტოლვილთა და ქალთა უფლებების დასაცავად უკვე მრავალი წელია იბრძვის. "მაშინ შემეძლო ტრამპთან პაემანზე წავსულიყავი და იქნებ ამერიკის ისტორიის განვითარების კურსიც შემეცვალა",- გაიხუმრა ტომპსონმა პრესკონფერენციაზე.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა