თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანი დაშავდა.
ალი იერლიკაიას განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა და სერიოზული ზარალის ან მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა.


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გაავრცელა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება.