აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსახლკარო ადამიანები ვაშინგტონი უნდა დატოვონ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
„თეთრ სახლში პრესკონფერენცია გვექნება. ვაპირებ, რომ ჩვენი დედაქალაქი ისეთი უსაფრთხო და ლამაზი გავხადო, როგორც არასდროს ყოფილა“, - დაწერა ტრამპმა.