ავტორი:

ისტორიული დღე სამხრეთ კავკასიისთვის: ვინ შეაშფოთა სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებამ და რა სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს საქართველომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებამდე?

ისტორიული დღე სამხრეთ კავკასიისთვის: ვინ შეაშფოთა სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებამ და რა სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს საქართველომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებამდე?

ექსპერტების დიდი ნაწილი 8 აგვისტოს, დღეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, ასე აფასებს - "ისტორიული დღე სამხრეთ კავკასიისთვის". "დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე. მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და "მძინარე ჯო ბაიდენმა" არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ. "ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას, დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - თქვა ტრამპმა, რომელმაც ალიევსა და ფაშინიანს უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი" და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. უკვე ცნობილია, რომ ამ შეთანხმებებით აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლუზიური უფლება ეძლევა. არსებული ინფორმაციით, პროექტი სომხეთის იურისდიქციაში იმოქმედებს, ხოლო შეერთებული შტატები, თავის მხრივ, მიწას იჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც მშენებლობასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ასე რომ, სამხრეთ კავკასიაში ჩნდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი. სწორედ ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას აფასებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებებია, რომელთაც მივესალმები. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებები უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ამ პროცესში საქართველო არსად ჩანს. არადა, შეგვეძლო სწორი პოლიტიკის წარმართვით სამშვიდობო პროცესის მონაწილე საქართველოც ყოფილიყო - ჩვენი მეზობლებისთვის გვეშუამავლა. იყო დრო, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამბიცია და ნდობაც იმისთვის, რომ ამერიკელებსაც მოესმინათ ჩვენთვის და ჩვენს მეზობლებსაც. დასანანია, რომ ამჟამად საქართველოს სიტყვის წონა ძალიან შემსუბუქებულია.

უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ბევრი რამ ისე იცვლება, რომ თვალის მიდევნებაც კი გვიჭირს. აშკარად ჩანს, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანსა და სომხეთში მნიშვნელოვნად სუსტდება, თუმცა ამაში კრემლის მეტი დამნაშავე არავინ არის. ჯერ იყო და, ყარაბაღის ბოლო ომისას სრულად მიატოვეს სომხეთი, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისა და რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა დარბევითა და მკვლელობით კი ალიევს უბიძგეს ფორსირებულად ემოქმედა რუსეთის საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანზე აშშ-ის კონტროლის დამყარებას, ეს ძალიან კარგია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობითაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი საკმაოდ სპეციფიკური ტერიტორიაა. ბევრისგან მოვისმინე უკვე, რომ თურმე ეს არის საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კრახი, რომ ამით ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია იკლებს და ა.შ. მე ამას ვერაფრით გავიზიარებ.

ვიცნობ იმ ტერიტორიას, გამივლია ზანგეზურის დერეფანი მანქანით და შემიძლია გითხრათ, რომ იქ დიდი რაოდენობით ტვირთების გადასაზიდად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი დრო და თანხები დასჭირდება. ეს არის მთიანი საკმაოდ რთული რელიეფი. შესაბამისად, სატრანზიტო-სახმელეთო მოძრაობა ძნელი იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არ აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-სომხეთის, მეორე მხრივ, სომხეთ-თურქეთის საზღვრების გახსნა ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა თავდაპირველად ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამას დრო დასჭირდება, თუ გვინდა ამ პერიოდისთვის მზად ვიყოთ, სასწრაფოდ უნდა გავააქტიუროთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გაყვანა, ასევე დროულად უნდა დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მართალია, ჩვენი პორტები ჯერ უძლებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთბრუნვას, მაგრამ მალე ნაკადები შესაძლოა ისეთი მასშტაბური გახდეს, რომ ამას ვეღარ აუვიდნენ.

აქვე მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლებაზე შეთანხმებამ პირდაპირ გააცოფა რუსი პროპაგანდისტები. მათი მტკიცებით, სომხეთმა დაკარგა ზანგეზურის დერეფანი. სხვები უფრო შორსაც წავიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ლამის სუვერენიტეტი დაკარგა ქვეყანამ. სამწუხაროდ, ამავე შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ ქართული სახელისუფლებო მედიისგანაც, რაც სამარცხვინო ხომ არის, მაგრამ, რაც მთავარია, ტყუილია. არანაირი დერეფანი და სუვერენიტეტი სომხეთს არ დაუკარგავს, ზანგეზური რჩება სომხეთის იურისდიქციაში და ამის გარანტორი თვით ამერიკის შეერთებული შტატებია, ისევე როგორც მთელი ამ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების. დამერწმუნეთ, აშშ სომხეთის ინტერესებს იოტისოდენადაც არ შელახავს ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის უძლიერესი და უმდიდრესი სომხური დიასპორის გამო, განსაკუთრებით, ლოს-ანჯელესში.

- თქვენ ამ პროცესებში საქართველოს როლი ახსენეთ. ისე ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა თამაშგარე მდგომარეობაშია. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ვარაუდი, რომ შესაძლოა ცოტა ხანში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი მოკავშირე საქართველო აღმოჩნდეს.

- არა მგონია, ეგ მოხდეს. ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არა, მშიშარაა. რასაც ისინი აკეთებენ, მშიშარა კაცის მოქმედებაა. როგორც კი რუსეთში ვითარება შე იცვლება, რაც დიდი ხნის ამბავი აღარ მგონია, საქართველოც ძირფესვიანად შეცვლის თავის პოლიტიკას. არა მგონია, ეს მოკავშირეობა უძრავი იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობაც. ხომ ხედავთ, მიუხედავად ამხელა პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული გზა რჩება მთავარ არჩევანად, ოკუპანტი კი რჩება ოკუპანტად. გააგრძელეთ კითხვა