გართობა სამუშაო საათების შემდეგ – როგორ გავატაროთ ზაფხულის საღამოები სასიამოვნოდ და მხიარულად

გართობა სამუშაო საათების შემდეგ – როგორ გავატაროთ ზაფხულის საღამოები სასიამოვნოდ და მხიარულად

დილით ადრე გაღვიძება, ხანგრძლივი და ხშირად, სტრესული სამუშაო საათები, მუდმივი კომუნიკაცია ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან, ქუჩაში გაუთავებელი საცობები – სწორედ ასე გამოიყურება უამრავი ადამიანის ცხოვრება. შედეგად კი დღის დასასრული უმეტესად უენერგიო და უემოციოა, რაც საბოლოოდ ადამიანების ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ამ ყველაფერს გაუსაძლისი სიცხეც ემატება, რაც აგვისტოში თბილისში შემორჩენილ ადამიანებს თითქოს გართობისა და დასვენების ადგილს აღარ უტოვებს.

რეალურად კი, ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ მათ დღის განმავლობაში მიღებული სტრესის მოსახსნელად დრო და ადგილი გამონახონ. ზოგადად, სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე საკმაოდ სერიოზული და გრძელვადიანი. ის ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ჰიპერტენზიის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. ასუსტებს იმუნიტეტს, რის შედეგადაც ადამიანი უფრო ადვილად ავადდება. სტრესისას გამოიყოფა კორტიზოლი, ე.წ. სტრესის ჰორმონი, რომელიც ჭარბად გამოყოფის შემთხვევაში არღვევს ძილს, მეტაბოლიზმს და შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება. ის ასევე იწვევს ქცევით ცვლილებებს, რაც მოიცავს არაჯანსაღ კვებას, მავნე ჩვევების გამომუშავებას ან გაძლიერებას, ფიზიკური აქტივობის შემცირებას.

სტრესთან ბრძოლის საუკეთესო გზა წყლის თერაპიაა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო ადგილი კი - „ჯინო აკვაპარკი.“ ეს გახლავთ სივრცე, რომელიც თავს საზღვარგარეთ, ცნობილ სპა კურორტზე გაგრძნობინებთ. „ჯინოს“ შეგიძლიათ ესტუმროთ როგორ მარტო, ისე მეგობრებთან ერთად და დარწმუნებული იყოთ, რომ დროს საუკეთესოდ გაატარებთ და დღის განმავლობაში მიღებული სტრესისგანაც გათავისუფლდებით.

პირველი რაც თვალში მოგხვდებათ და სასიამოვნოდ აგაფორიაქებთ, ტობოგანებია. ეს გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით, რომელიც ექსტრემის საოცარ განცდას მოგანიჭებთ. ექტრემი კი სტრესსა და დაღლილობასთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო გზად მიიჩნევა. რელაქსაციაში დაგეხმარებათ ადგილზე მოხარშული ლუდი, რომელიც მასობრივად არ იწარმოება, მაღაზიებში არ იყიდება და სტუმრებს ექსკლუზიურობის კიდევ უფრო მეტ განცდას ანიჭებს.

თუმცა მთავარი სიამოვნება „ჯინოს“ აკვაპარკი და სპა სივრცეა. აკვაპარკის ტერიტორიაზე განთავსებულია: ტალღოვანი აუზი, აუზი ველური მდინარით, გარე საბავშვო ზონა ტობოგანითა და სასრიალოებით, პანორამული აუზი ბარით, ბავშვთა წყლის პარკი გასართობი ატრაქციონებით და სარელაქსაციო აუზი ჰიდრომასაჟორებით. რაც შეეხება სპასა და ველნესს, ის აერთიანებს: 6 ტიპის საუნას, 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებულ, გამთბარ სავარძელს, ⁠ცივ აუზს, ცხელ ვირპულს, ტეპიდარიუმს, ყინულის ბორცვსა და ფეხის აბაზანებს და ⁠საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით.

რა შეიძლება იყოს, ამაზე უკეთესი სიამოვნება და განტვირთვა? ალბათ, არაფერი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 17:00 საათის შემდეგ კი „ჯინოში“ ვიზიტის ღირებულება სამუშაო დღეებში 49, შაბათ-კვირას - 59 ლარია.

R