"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "ნერაძურის" ხვიჩას დამატება ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზეს, როცა ქართველი "რუბინში" თამაშობდა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა "კვარას" ყიდვა იუარა.
"ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა? - კვარაცხელიას ყიდვაზე უარის თქმა, როდესაც ის ჯერ კიდევ "რუბინში" თამაშობდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეცდომა არა მხოლოდ მე დავუშვი. დიახ, ხვიჩა იმ დროს შესთავაზეს არაერთ კლუბს, მათ შორის ჩვენც". გააგრძელეთ კითხვა