ავტორი:

ბექჰემების საზაფხულო არდადეგები სენ-ტრიპეში, კვლავ ბრუკლინის გარეშე - რატომ არიდებს ის თავს ოჯახურ შეკრებებს?

ბექჰემების საზაფხულო არდადეგები სენ-ტრიპეში, კვლავ ბრუკლინის გარეშე - რატომ არიდებს ის თავს ოჯახურ შეკრებებს?

ვიქტორია ბექჰემი ოჯახთან ერთად სენ-ტროპეში ისვენებს და ფოტოებს გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს. ერთ-ერთ ფოტოზე ვიქტორიასა და დევიდის უმცროსი ვაჟი, კრუზ ბექჰემია გამოსახული.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, კრუზი ფოტოთი უკმაყოფილოა. მოდის დიზაინერმა ასევე გააზიარა ფოტო დევიდთან ერთად, რომელზეც ჩანს, რომ ვიქტორიას გამჭვირვალე, შავი საზაფხულო კაბა აცვია.

აღსანიშნავია, რომ ოჯახურ შვებულებას ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი აკლდა. ის არც მამის, დევიდ ბექჰემის დაბადების დღეზე გამოჩენილა. ამის მიზეზად მან სამსახური დაასახელა. გარდა ამისა, ის და მისი მეუღლე ნიკოლა ვიქტორია ბექჰემის პარიზის მოდის კვირეულის შოუსაც არ დასწრებიან.

იმასაც ამბობენ, რომ ახალი დაპირისპირების მიზეზი რომეო ბექჰემის ახალი შეყვარებული - კიმია, რომელიც ადრე ბრუკლინ ბექჰემს ხვდებოდა. ბრუკლინი ამ სიახლემ გააღიზიანა და ძმას სთხოვა, რომ კიმს დაშორებოდა. როგორც აღმოჩნდა, რომეომ ძმის რჩევა არ გაითვალისწინა და ვიქტორიას ჩვენებაზე რჩეულთან ერთად გამოჩნდა.