ავტორი:

“რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის - სავარაუდოდ, პირველი 2 წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება“ - დონალდ ტრამპი

“რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის - სავარაუდოდ, პირველი 2 წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება“ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი - “პუტინს ვხვდები, პარასკევს რუსეთში მივდივარ“

“პუტინს ვხვდები - პარასკევს რუსეთში მივდივარ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

„აქ ყოფნა ჩემთვის უხერხულია. მე პუტინს ვხვდები. პარასკევს რუსეთში მივდივარ. არ მომწონს აქ ყოფნა და იმაზე საუბარი, თუ როგორი საშიში და ბინძურია ოდესღაც ლამაზი დედაქალაქი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანებას ეხებოდა.

  • მოგვიანებით დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ტრამპმა შეხვედრის ადგილის თაობაზე სავარაუდოდ, შეცდომა დაუშვა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს აშშ-ის ალასკას შტატშია დაგეგმილი.

  • თეთრ სახლში მიმდინარე ბრიფინგზე, მის მოლოდინებზეც ისაუბრა.

“შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება... მე ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან „კონსტრუქციული“ საუბრის იმედი აქვს.

„სავარაუდოდ, პირველი ორი წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ეს არის ის რასაც მე ვაკეთებ, მე შეთანხმებებს ვაღწევ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

„გამოფრენისას, შესაძლოა ოთახიდან გამოსვლის შემდეგაც კი, მე ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ზელენსკისაც კარგად ვუგებ, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რასაც აკეთებს. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ზელენსკისთან ვისაუბრებ. შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.