ავტორი:

დასავლეთ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მედუზებმა გააჩერეს - რას აცხადებენ ფრანგულ კომპანიაში?

დასავლეთ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მედუზებმა გააჩერეს - რას აცხადებენ ფრანგულ კომპანიაში?

როგორც ენერგოკომპანია EDF წარმომადგენელმა განაცხადა, ევროპაში ყველაზე დიდი, გრაველინის ატომური ელექტროსადგური, ორშაბათს სრულად მოულოდნელად მას შედეგ გამოირთო, რაც მისი გამაგრილებელი სისტემის ტუმბოებში მედუზების მასობრივი გუნდი მოხვდა.

ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე სადგურის მესამე და მეოთხე რეაქტორები შუაღამემდე მას შემდეგ ავტომატურად გაითიშა, რაც სადგურების გამაგრილებელი ტუმბოს ფილტრების ბარაბნები მედუზებით გაივსო. მეექვსე რეაქტორი კი რამდენიმე საათის შემდეგ გამოირთო, - ამის შესახებ მოგვიანებით სადგურის ოპერატორმა განაცხადა.

კომპანიის თქმით, ოთხი დანადგარის ავტომატურმა გაჩერებამ “არც ობიექტებზე, არც პერსონალისა და არც გარემოს უსაფრთხოებაზე, საბედნიეროდ, გავლენა არ მოახდინა“.

გრაველინი ,დასავლეთ ევროპის უდიდესი, ექვსი რეაქტორის მქონე ბირთვული ელექტროსადგურია, თითოეული მათგანი 900 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 2040 წლისთვის, კიდევ ორი ახალი თაობის 1,600 მეგავატიანი რეაქტორის გახსნა იგეგმება.

სპეციალისტების განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში გრაველინის ირგვლივ, დიუნკერკსა და კალეს შორის მდებარე პლაჟებზე მედუზების რაოდენობა იზრდება, რაც წყლის ტემპერატურის მომატებასა და ინვაზიური სახეობების გავრცელებას უკავშირდება. მათი თქმით, მედუზების სახეობა, რომელიც რეაქტორების ფილტრებში მოხვდა, უპირატესობას მშვიდ წყალს, მაგალითად, არხებს ანიჭებს და წარსულშიც არა ერთხელ შეუქმნიათ პრობლემები ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის პორტებსა და ატომური ელექტროსადგურებისთვის. ყოფილა შემთხვევები როდესაც ტანკერების ბალასტურ ავზებში მოხვედრილ მედუზებს ნახევარი მსოფლიოც კი “უმოგზაურიათ“.

წყარო