უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის სტეპნოესა და ნოვოკონსტანტინოვკას დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი რიცხობრივ უპირატესობას იყენებს და, მიუხედავად იმისა, რომ პირადი შემადგენლობის დიდ რაოდენობას კარგავს, ცდილობს, მცირე ჯგუფებად შეაღწიოს უკრაინული პოზიციების პირველი ხაზის გავლით.
გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, თავდაცვის ხაზში შეჭრილი მტრის დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით დამატებითი ძალებისა და რესურსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.