ამ კვირაში ყველას ყურადღება ალასკისკენაა მიპყრობილი, რადგან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია: ომი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ამერიკულ-რუსული შეთანხმება მშვიდობის საუკეთესო შანსს იძლევა. სწორედ ამიტომ მიესალმება უნგრეთი ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრას“, - წერს სიიარტო.
"სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით. უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვის ან საბოტაჟის მცდელობები“, - წერს პიტერ სიიარტო.