ყოფილ მოდელს ლიკა შენგელიასა და ყოფილ ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს შორის სკანდალური დაპირისპირების გარშემო ხმაური უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება. მოგეხსენებათ, გოგიაშვილი და შენგელია ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ, საქმე სასამართლოში ჩივილის მუქარამდეც მივიდა.
თავდაპირველად კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელ ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. იმავე დღეს სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა იმ ქალებზე, რომლებიც ოჯახებს ანგრევდნენ, თუმცა ლიკა შენგელია არ უხსენებია.
ამის შემდეგ ცალკე სტატუსი გამოაქვეყნა ლიკა შენგელიამ, სადაც წერდა, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად გაუსწორდა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. პოსტს თან ახლდა ფოტომასალა, თუმცა არც შენგელიას უხსენებია გოგიაშვილის სახელი. მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დისკუსიაში ღიად დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები.
ორი ცნობილი ქალის დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი მსახიობმა ია ფარულავამაც გააკეთა, რომელიც წლების განმავლობაში სალომე გოგიაშვილის ახლო მეგობარი იყო. ვახო ნიკოლაიშვილზე ქორწინებისას ია ფარულავა და ჯაბა კილაძე სალომეს მეჯვარეები იყვნენ

ფარულავამ აღნიშნა, რომ საზოგადოება "პურსა და სანახაობას“ ეძებს, მაგრამ ორივე ქალს გმირს უწოდებს:
"რა ცნობისმოყვარეები ხართ, ხალხნო, პური და სანახაობა გინდათ. კარგით, იყოს პური და სანახაობა, თქვენც დაიღალეთ, მეც დავიღალე. თქვი, რამე ამ კონფლიქტთან დაკავშირებითო და ერთს ვიტყვი რა, ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი, იცით, რატომ, ერთმა ხუთი და მეორემ ოთხი შვილი აჩუქა საქართველოს, ამით გააძლიერა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია. აბა, მე ვარ ქალი?
საინტერესოა, რომ 2016 წელს სალომე გოგიაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან“ ია ფარულავაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ფარულავა მას ხშირად ეკითხებოდა რჩევებს და წიგნის დაწერასაც სთავაზობდა ბედნიერ ქალზე, ოჯახზე და ქმართან ურთიერთობის მართვაზე.
"ია ფარულავა რამდენჯერმე სერიოზულად ჩამიჯდა და მითხრა, შენი რჩევა მჭირდებაო. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, ია, სადა, გულჩათხრობილი?! ჩვენს საუბარს რომ მოუსმინოს ვინმემ, რომანი დაიწერება. სულ მეუბნება: წიგნი დაწერე. თუ გინდა, არ ვთქვათ, რომ შენ ხარ ავტორი და რომანის სახით გამოვუშვათო. წიგნი იქნება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ბედნიერი ქალი. რა თქმა უნდა, იქნება თავები: "როგორ შევქმნათ ოჯახი,” "როგორ გვყავდეს ისეთი ქმარი, როგორიც ჩვენ გვინდა,” "როგორ ვმართოთ ოჯახური სიტუაციები”...
წაიკითხეთ ასევე: