ავტორი:

გამოვიდა National Geographic საქართველოს აგვისტოს ნომერი

გამოვიდა National Geographic საქართველოს აგვისტოს ნომერი

National Geographic-ის უნიკალურ მასალები 2012 წლიდან ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ჟურნალი კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გამოიცემა და ყოველთვიურად მრავალფეროვან სამეცნიერო თემატიკას, ავტორთა სტატიებს, უახლეს კვლევებს, პროფესიონალ ფოტოგრაფთა შთამბეჭდავ კადრებს აცნობს მკითხველს. ჟურნალის რედაქციის საქართველოში დაარსებით, ქვეყანა სამეცნიერო საზოგადოების დიდ პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

National Geographic საქართველოს აგვისტოს ნომერი აქტუალური თემების გარშემო გააერთიანებს დაინტერესებულ ქართველ მკითხველს.

საუკუნეზე მეტი დრო გავიდა ავტოქრომის გამოგონებიდან. ფერადი ფოტოგრაფიის ამ ტექნიკას ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა 1907 წელს მიაგნეს, რაც იმ პერიოდის რევოლუციური გამოგონება იყო. პირველი ფერადი ფოტოების ფირფიტები სინათლის, ტემპერატურის, ნესტის და არასწორი მოვლის გამო დღეს დაზიანებულ მდგომარეობაშია. გამოსახულებების შესანარჩუნებლად, 2020 წლიდან, National Geographic-ის გუნდი ცდილობს კოლექციების გადარჩენას და ციფრულ ფორმატში ფოტო მასალის გადაყვანას, რომ კაცობრიობას შემოუნახონ ეპოქალური კადრები. გაეცანით National Geographic საქართველოს აგვისტოს ნომრის სტატიას „მსოფლიოს უძველესი ფერადი ფოტოები თხრობას განაგრძობს”.

ვრცელი მასალა „რა შეგვიძლია ვისწავლოთ გენიოსი თახვებისგან”, გამჭრიახ ცხოველთან ახლოს მისვლის საშუალებას მოგვცემს. წარსულში ისინი ძვირფასი ბეწვით ფასობდნენ, თუმცა, ამ სანიმუშო “ინჟინერ- მშენებლებისგან” დღეს ადამიანები მაგალითს იღებენ და მდინარეებზე მათი აგებული ჯებირების ანალოგებს ქმნიან.

პალეოსაგანძურზე მონადირე მეცნიერების ინტერესი არ წყდება. სტატია „როგორ მოვიპოვოთ დინოზავრის 55 ტონა ძვალი საჰარის უდაბნოდან“ უშორეს წარსულში ამოგზაურებს მკითხველს.

აგვისტოს გამოცემამ შეკრიბა კლდეში ნაკვეთი სახლების ნიმუშები ავსტრალიიდან კაპადოკიამდე. სტატიაში „გამოქვაბულის ბინადართა ფარული სამყარო“ ეკომეგობრული მშენებლობის ამბავია მოთხრობილი. ამ და სხვა სტატიებს National Geographic საქართველოს აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

სილქნეტი, როგორც National Geographic საქართველოს დამფუძნებელი და სპონსორი, განაგრძნობს პროექტის მხარდაჭერას და საკუთარ მომხმარებლებს ჟურნალის გამოწერას სპეციალური ფასდაკლებით თავაზობს. ჟურნალის შეძენა ასევე შესაძლებელია ექსკლუზიურ ფასად თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14.

R