კოლუმბიაში გამართულ ყოველწლიურ ფესტივალზე ხარის თავდასხმას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.
იოვანის მარკესი შაბათს, კოლუმბიის ჩრდილოეთ რეგიონში, მაგდალენას პატარა ქალაქ ფუნდასიონში გამართულ "კორალეხასში" - ხარების ფესტივალში იღებდა მონაწილეობა. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მარკესი, ხარებთან ბრძოლის ფესტივალის ფარგლებში, ცხოველისკენ გარბის და მასზე გადახტომას ცდილობს, რა დროსაც ხარი მას რამდენჯერმე ესხმის თავს და რქებით ჰაერში აგდებს.
ის თავდაპირველად ფეხზე წამოდგა და განერიდა ხარს, თუმცა მალევ ძირს დაეცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

"მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მუნიციპალიტეტის "დღესასწაულების“ დროს შეშინებული ხარი დაესხა თავს“, - განაცხადა კოლუმბიის ცხოველთა უფლებების დამცველმა ჯგუფმა Plataforma ALTO-მ.

Este es el momento en que un hombre identificado como Yovani Romo fue alcanzado por un toro en las corralejas de Fundación, Magdalena.

El hombre falleció ayer tras ser corneado por un toro malherido, en un acto de defensa propia, en medio de las "fiestas" del municipio.

El año… pic.twitter.com/oe8oUIp0aD
— Plataforma ALTO (@PlataformaALTO) August 10, 2025

"კორალეხასი" კოლუმბიაში პოპულარული ტრადიციაა. გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ხარების ბრძოლას, თუმცა აკრძალვა სრულად 2027 წლამდე არ ამოქმედდება.