ავტორი:

რომელ ხეებს ეცემა მეხი ყველაზე ხშირად?

რომელ ხეებს ეცემა მეხი ყველაზე ხშირად?

მეხი ერთდროულად მომხიბვლელი და საშიში ბუნებრივი მოვლენაა. ყველას მოგვისმენია საშიში ისტორიები მისი დამანგრეველი ძალის შესახებ. კარგად ვიცით, რომ მეხის დროს ხის ქვეშ დგომა საფრთხის შემცველია, თუმცა ჩნდება კითხვა - ხის რომელი ჯიშებია ყველაზე "მიმზიდველი“ მეხისთვის?

  • პირველი კვლევა ისტორიაში

გერმანიაში, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად ჩაატარეს კვლევა, რომელშიც გაანალიზეს მეხის პირდაპირი დარტყმით განადგურებული ხეების ჯიშები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2004-2023 წლებში ყოველწლიურად ფიქსირდებოდა დაახლოებით 286-328 მილიონი მეხის დაცემა, რამაც 301-340 მილიონი ხის დაღუპვა გამოიწვია. მათგან 24-36 მილიონი ხის დიამეტრი 60 სანტიმეტრზე მეტი იყო. საშუალოდ, მეხი წელიწადში 320 მილიონ ხეს ანადგურებს.

  • რატომ არის მაჩვენებელი ასეთი მაღალი

მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მეხს "გადამდები“ ბუნება აქვს - ერთმა დარტყმამ შეიძლება ელექტრული მუხტი მეზობელ ხეებზე 45 მეტრამდე მანძილზე გადაიტანოს. შედეგად, ერთი მეხი საშუალოდ 3,5 ხეს ანადგურებს.

  • რომელი ხეებია ყველაზე დაუცველი

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას მაღალი, განცალკევებით მდგარი ხე. კავკასიაში განსაკუთრებით "იზიდავს“ მეხს მუხა. ასევე საშიშია მეხის დროს ფიჭვის, ტირიფისა და ნაძვის ქვეშ დგომა.

საინტერესოა, რომ ისეთი ჯიშები, როგორიცაა კაკალი და არყის ხე მეხს თითქმის არ იზიდავენ, თუმცა მეცნიერები მაინც არ გვირჩევენ ელჭექისას ხეებქვეშ თავშესაფრის ძებნას - რისკი მაინც არსებობს.

წყარო