ევროკავშირის ლიდერებმა, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.
"იქამდე, სანამ ლიბერალურ-მეინსტრიმული მომღერალთა გუნდი თავიანთი საყვარელი „პუტინის მარიონეტის“ მელოდიის უახლესი ვერსიის შესრულებას დაიწყებს, გადავწყვიტე ავხსნა, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი ამ განცხადებას უნგრეთის სახელით. ეს განცხადება ცდილობს დააწესოს პირობები იმ შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები მიწვეულები არც კი არიან“, - წერს ვიქტორ ორბანი.
"ერთადერთი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, არის ის, თუ მითითებების გაცემას სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებთ. ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, ევროკავშირის ლიდერების მიერ, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტის ჩატარებაა. მოდით, მშვიდობას შანსი მივცეთ!“ - აცხადებს ვიქტორ ორბანი.