"კურსკის“ წყალქვეშა ნავის დაღუპვიდან 25 წელი შესრულდა.
2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში სწავლებების დროს, ჩაიძირა ატომური წყალქვეშა ნავი "კურსკი“. არავინ გადარჩენილა - ბორტზე მყოფი 118 მეზღვაური დაიღუპა.
გამოძიებამ ვერ დაუსვა წერტილი ამ ტრაგედიას - სისხლის სამართლის საქმე 2002 წელს დახურეს, ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.
"კურსკის" ჩაძირვა ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასაწყისს დაემთხვა, შესაბამისად, ამ კატასტროფას ხშირად მომიხსენიებენ პუტინის სისხლიანი მმართველობის სიმბოლურ დასაწყისად.
25 წლის შემდეგაც კი "კურსკის“ დაღუპვის გარშემო ბევრი კითხვაა.
ნახეთ: