ავტორი:

პუტინის რეჟიმმა ცნობილ რუს მწერალ დიმიტრი ბიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

პუტინის რეჟიმმა ცნობილ რუს მწერალ დიმიტრი ბიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსულმა, სახელმწიფო სააგენტოებმა TASS-მა და "РИА Новости“-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მწერალ და პუბლიცისტ დიმიტრი ბიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

"ბიკოვი თავდაპირველად ფედერალურ ძებნა გამოცხადდა, შემდეგ კი საერთაშორისო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

8 აგვისტოს მოსკოვის ჩერემუშკინსკის სასამართლომ ბიკოვს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა საქმეზე, რომელიც აპრილის ბოლოს აღძრეს. საქმე აღძრულია ორი მუხლით - არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელება და ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეყვანილი პირებისთვის მოქმედი წესების დარღვევა..

თანამედროვე რუსეთში 57 წლის ბიკოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია, მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია. ბიკოვი რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო, იგი ცნობილია რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მწერალი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კორნელის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.

მწერალი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის.