ავტორი:

არქეოლოგებმა ბიბლიაში მოხსენიებული ხალხთა ჯგუფის კუთვნილი იარაღების უძველესი სახელოსნო აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ბიბლიაში მოხსენიებული ხალხთა ჯგუფის კუთვნილი იარაღების უძველესი სახელოსნო აღმოაჩინეს

თელ-ავივიდან სამხრეთით, დაახლოებით 40 მილით დაშორებულ ქალაქ ქირიათ-გათში არქეოლოგებმა გათხრებისას 5 500 წლის წინანდელი ქანაანური იარაღების უძველესი სახელოსნო იპოვეს. სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე ეს პირველი მსგავსი აღმოჩენაა.

ისრაელის ანტიკვარული სამსახურის (IAA) -ს განცხადებით “განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩენა, კაჟისგან დამზადებული ყალიბებია, რისი საშუალებითაც უკიდურესად ბასრი ფორმის ერთნაირი ფორმის მქონე ის პირები მზადდებოდა, რომლებიც შემდგომში როგორც ხორცის საჭრელ, ასევე მოსავლის ასაღებ ინსტრუმენტებში გამოიყენებოდა.“

გავრცელებულ სურათებში ჩანს როგორც გამზადებული კაჟის პირები, ასევე ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ქვებიც.

ეს აღმოჩენა ბიბლიაში აღწერილი ქანაანის უძველეს მკვიდრთა მიერ, სხვადასხვა იარაღის პირების დამზადების ხერხებს უკავშირდება.

არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი იარაღები აბრაამის დროინდელ ქანაანის მატერიალურ კულტურას შეესაბამება და იმ დროს არსებული წარმოების მაღალ დონეს ასახავს.

წყარო